თქვენ გჯერათ, რომ ლელა და გიგი ერთად იყვნენ მის დაჭერამდე?

240

ყოფილი პოლიტიკოსის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავასა და მისი ყოფილი მეუღლის ლელა კილაძის დაშორება ჯერ კიდევ მის დაპატიმრებამდე იყო გადაწყვეტილი. ამის შესახებ ვახტანგ რჩეულიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მისმა ვაჟმა გუკა რჩეულიშვილმა ხომ არ დაარღვია ერთგვარი დაუწერელი კანონი – პატიმრის ცოლს ხელს ნუ ახლებო, ვახტანგ რჩეულიშვილი ამბობს, რომ ლელა კილაძე ქმარს სასამართლო პროცესების გამო ვერ შორდებოდა.

„რა პატიმრის ცოლი?! თქვენ გჯერათ, რომ ლელა და გიგი ერთად იყვნენ მის დაჭერამდე? ოფიციალურად არ იყვნენ გაშორებული, თორემ… მათი გაშორება გადაწყვეტილი იყო. ლელა სასამართლო პროცესების გამო ვერ შორდებოდა. ბოლომდე გაიტანა, როგორც ერთგულმა მეუღლემ. რა მოხდა და როგორ, ვერ გეტყვით და ეს არც არავის საქმე არ არის. ლელა არაჩვეულებრივი გოგოა. გუკას უყვარს და ეს ჩემთვის მთავარია“, – აღნიშნა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

ამასთან, რჩეულიშვილი აღნიშნავს, რომ ყოფილ რძალს ნუცა კუხიანიძეს ისევ საკუთარ შვილად მიიჩნევს და მისთვის ახლანდელ რძალთან ლელა კილაძესთან ურთიერთობა პრობლემა არ ყოფილა, რადგან მისი ძმაკაცის შვილია.

„ნუცა ჩემთვის იგივე შვილია და სულ ასე იქნება. 14 წლის წინ შემოვიდა ჩვენს ოჯახში და დღესაც შვილივით მიყვარს. ნუცა ამერიკაში გაზრდილია და სხვა ღირებულებები აქვს. მას არასოდეს ესმოდა ის, რომ მე 35 წლის გუკასთვის სულ დახმარება მინდოდა. გუკა და ნუცა ხშირად ჩხუბობდნენ. გუკა მოჩხუბარი არ არიას, ნუცაა მკაცრი და რომ დაფიქრდე, მართალია. არაფერს შეგარჩენს. ამიტომაც ვერ ჩაერევი. ძალიან დამწყდა გული, გუკა ნუცას რომ გაშორდა, თორემ ლელასთან ურთიერთობა კი არ იყო ჩვენთვის პრობლემა. მე და ლელას მამა, შალვა კილაძე დიდი ხნის ძმაკაცები ვართ. საწყალი ლელა – გიგი იყო და, ციხეში უზის, ახლა კი გუკაც ციხეში გაუშვეს“, – განაცხადა რჩეულიშვილმა „სარკესთან“ საუბარში.

Newstime