ეყოლება თუ არა საქართველოს კვლავ ქალი-თავდაცვის მინისტრი?!

255

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, თეონა აქუბარდიას კანდიდატურა განიხილება – ინფორმაციას ამის შესაებ სააგენტო “გურია ნიუსი” ავრცელებს. აქუბარდიას განცხადებით მისი კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ აქვს. “ახლახანს დავამთავრე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამეფო კოლეჯი და საქართველოში ვბრუნდები. ორშაბათიდან ეროვნულ უშიშროების საბჭოში გავდივარ ისევ სამუშაოდ”, _ აღნიშნა აქუბარდიამ “გურია ნიუსთან” საუბრისას. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშიც.

Newstime