ტერორიზმი-არის თუ არა საქართველო საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის?!

335

ბრიტანული გამოცემა express.co.uk დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტურისტებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციას აქვეყნებს. ინფორმაციაში ჩამოთვლილია ტურისტებისთვის ევროპაში დასასვენებლად ყველაზე საშიში და ყველაზე უსაფრთხო ადგილები.
ტერორიზმის საფრთხის რეიტინგის მიხედვით, საქართველო და სამხრეთ კავკასია, ასევე ისლანდია ყველაზე უსაფრთხო – „მწვანე ზონაში“ მოხვდა. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებად ასევე დასახელდა დანია, შვეიცარია და პოლონეთი.
რაც შეეხება ყველაზე საშიშ ქვეყნებს ტურისტებისთვის, ესენია: ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, თურქეთი და რუსეთი – ისინი ე.წ. წითელ ზონაში აღმოჩნდნენ. დანარჩენი ქვეყნები – მაგალითად, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, ფინეთი, ირლანდია, საშუალო საფრთხის ზონაში მოხვდნენ.
გამოცემა აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომ 2014 წლის შემდეგ ტერორისტების ხელით დაღუპული ბრიტანელების რაოდენობა 80 %-ით გაიზარდა.

Newstime