რატომ დატოვა დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია “იმედი”-ჟურნალისტის განმარტება

123

გადაცემა „ქრონიკის სტუდიის“ წამყვანმა, ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. როგორც ტრაპაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.
„მოკლედ, წავედი „იმედიდან“. ცოტა დასვენება მინდა, მართლა. „იმედის“ ხელმძღვანელობას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ეს გადაცემა, ჩემი ავტორობით, ისევ ყოფილიყო ბადეში. მთხოვდნენ გადამეხედა გადაწყვეტილებისთვის. მადლობა ყველას, ვუსურვებ ამ არხს წარმატებას, იქ ნამდვილად ბევრი კარგი წელი მაქვს გატარებული“, – წერს დიანა ტრაპაიძე.

Newstime