მარტივი ხერხები რუჯის სწორად მისაღებად

278
მიუხედავად ცუდი ამინდებისა ზაფხული მაინც მოვიდა. ზაფხულზე ალბათ უმეტესობას რუჯი ახსენდება, მაგრამ რუჯის მიღება არ ნიშნავს უბრალოდ დაწვე მზეზე და მიიღო სასურველი ფერი. ამ სტატიაში გასწავლით რამდენიმე მარტივ ხერხს რუჯის სწორად მისაღებად.

პირველ რიგში ყველამ უნდა გაითვალისწინოდ ის რომ, მზეზე არ უნდა იწვეთ მუდმივად ერთ პოზაში. ეს მარტივი მისახვედრია მაგრამ “სიფრთხილეს თავი არ სტკივაო” ნათქვამია და ამიტომ ეს გაფრთხილება საჭიროდ ჩავთვალე. (უმჯობესია პოზა შეცვალოთ ყოველ 15 წუთში ერთხელ)

რუჯის სწრაფად და მარტივად მისაღებად საუკეთესოა “ჯონსონ ბეიბის” ზეთი. თუმცა რუჯი შედარებით მალე გადადის ვიდრე ბუნებრივი.
ასევე კარგ შედეგს გვაძლევს ლუდი, ნუ შეგეშინდებათ ლუდის სუნის რადგან ის მალე ქრება, რუჯი კი დაგვრჩება.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს წყალი ყველაზე კარგი საშუალებაა რუჯი მალე მივიღოთ და ყველაზე დიდხანს გვინარჩუნებს ფერს.
თუ თეთრი კანი გაქვთ და მალე იწვებით, აუცილებელია გამოიყენოთ დამცავი კრემები, მაგრამ ისინი რუჯის მიღებას ხელს უშლიან. ამ პრობლემას ავილად გადაჭრის რუჯის კრემი ან სოლარიუმი.
ალბათ არც იმის შეხსენებაა საჭირო რომ, მზეზე არ უნდა ვიყოთ შუადღის საათებში. მაგრამ გამონაკლისიც არსებობს, მათთვის ვისი კანიც ადვილად იღებს რუჯს შეუძლიათ ეს საათები სასიკეთოდ გამოიყენოს.
ბოლოს კი მინდა გისვოთ მხიარული ზაფხული და თქვენთვის სასურველი რუჯი.
და ბოლოს, იმედია ლეღვის ნახარშს არავინ გამოიყებებს. წარმატებები

 წყარო:http://intermedia.ge/
Newstime