ზემო ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა გახსნილია-დაკავებულია 26 წლის ახალგაზრდა

169

შსს-მ ზემო ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი გიორგი ხ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 29 ჭრილობა ქლაბატონს 16 ჭრილობა კი მის მცირეწლოვან შვილს მიაყენა, კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

Newstime