რა ეღირება ქრისტინა აგილერას კონცერტზე, ფეხზე დასადგომი ბილეთები?!

267

მომხმარებლების მოთხოვნით და კრისტინა აგილერას მენეჯმენტთან შეთანხმებით, კომპანია “ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს დაემატოს ახალი კატეგორია – ე.წ. სილვერ რინგი.
ე.წ. სილვერ რინგის ბილეთი გულისხმობს ფეხზე დასადგომ ადგილს. ბილეთების რაოდენობის გაზრდა არ ეწინააღმდეგება უსაფრთხოების ნორმებს და არ უქმნის დისკომფორტს შესაბამის ზონაში მდგარ მსმენელს.
ბილეთის ღირებულება შეადგენს 50 ლარს და მათი შეძენა შესაძლებელია საიტზე: tkt.ge

Newstime