მორიგი ტერაქტი თურქეთში

250

თურქეთში ვანის პროვინციაში მორიგი ტერაქტი განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით, ქურთმა ტერორისტებმა ბრონირებულ სამხედრო მანქანაზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციის თანახმად, ნაღმი სამხედროების გადაადგილების მარშუტზე იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა, დაიჭრა ერთი ჯარისკაცი და ორი პოლიციელი. ტერაქტის შემდეგ რეგიონში ფარტომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს.

Newstime