თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს თანამშრომლები ნეპოტიზმსა და უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ

239

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს თანამშრომლები ნეპოტიზმსა და უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების განცხადებით, უწყებაში მძიმე მდგომარეობაა, რაც ნეპოტიზმში, კონკურსების და ვაკანსიების გაყალბებაში გამოიხატება.
სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამნეტის პოლიტიკის საამართველოს მთავარი სპეციალისტის, ბექა ქირიას განმარტებით, უწყებაში თანამშრომლების უკანონო დანიშვნის რამდენიმე სქემა არსებობს.
მისი განმარტებით, პირველი სქემის მიხედვით ყალბდება კონკურსი, რომლის დროსაც კონკურსის გარეშე, “ჯადოსნური გასაუბრებით” ინიშნებიან თანამშრომლები თანამდებობაზე.
მეორე სქემის მიხედვით კი, უკანონოდ დანიშნულთა დაწინაურება ხდება.
ქირიას თქმით, ხიდაშელის ხელმძღვანელობის პერიოდში არც ერთი ღია, საჯარო და გამჭვირვალე კონკურსი არ ჩატარებულ და აღნიშნული სქემის გამოყენებით უკანონოდ დაინიშნენ როგორც დაბალი ასავე მაღალი რგოლის კადრები.
ქირიამ ასევე აღნიშნა, რომ ცრუ ბრალდებების საფუძველზე მის მიმართ უკანონო დევნა ხორციელდება.
უწყებაში თანამშრომლების მიმართ არსებულ ზეწოლაზე საუბრობს ასევე თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის NATO-სთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის განყოფილების უფროსი, მარიამ თაყაიშვილი.
“მე ვარ აღშფოთებული უკანონობით და საჯარო მოხეელებისადმი არათანამბარი მოპყრობით, რაც თინა ხიდაშელის მმართველობის პერიოდში ხორციელდება. თინათინ ხიდაშელი მიერ მოყვანილი გუნდი, მისი მოადგილეები არ არის გათვითცნობიერებული და არ ფლობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს პროფესიონალურ დონეზე.
მენეჯერულ პოზიციებზე ინიშნებიან ადამიანები კანონის სრული დარღვევით, საკვალიფიკაციო მოთხოვნათა სრული გაყალბებით, მათ არ აქვთ მენეჯერულ პოზიოციაზე მუშაობის გამოცდილება.
ეს არის სისტემური დანაშაული და კრიმინალი, რადგან უწყება ვერ უზრუნველყოფს კადრების რესურსების მართვას, გაბერილია კადრები და სამწუხაროდ, დეპარტემანტის საშტატო ნუსხები მორგებულია კონკრეტული ადამიანების, ამ შემთხვევაში პარტიის ვიწრო ინტერესების განსახორციელებლად.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის რესურსი მთლიანად ხმარდება თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების “რესპუბლიკელი” მეგობრების მფარველობის ქვეშ მყოფი პირების პიარს.
ასევე, ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც მე უწყებაში ვმუშაობ, ჩემს პატივსა და ღირსებას მიადგა საფრთხე. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ეთიკის ნორმების დარღვევას, შეურაცხყოფებს.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამდენჯერმე საჯაროდ მომაყენა შეურაცხყოფა, რის გამოც მე გენინსპექციასაც მივმართე”,- აღნიშნა თაყაიშვილმა “პირველ პრესკლუბში”
უწყების თანამშრომბელების განცხადებით, საბჭოური მეთოდებით უნდა შეწყდეს უწყებისა და უწყებაში მომუშავე თანამშრომლების მართვა.
ასევე ისინი მიმართავენ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დიპლომატიურ კორპუსს და საზოგადოების წარმომადგენლებს სათანადო ყურადღება მიაპყრონ სამინისტროში არსებულ მძიმე ვითარებას.
წყარო: PIA.GE
Newstime