გამიჩნდა განცდა,რომ ეს არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის განცხადება-მანანა კობახიძე პრეზიდენტზე(ვიდეო)

208

მე შეიძლება ასეთი ეჭვი გამიჩნდა და ეს შეიძლება ვთქვი ჟურნალისტთან, თუმცა ერთი წუთითაც არ ვანანობ-ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მანანა კობახიძემ, ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში გააკეთა. კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა საკუთარი განცხადება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ეხებოდა. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გუშინ განცხადების გაკეთებისას იქცეოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანივით.

“გამიჩნდა შინაგანი განცდა, რომ ეს არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის, გააზრებული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანის ნათქვამი,”-განაცხადა კობახიძემ.

დეპუტატმა თქვა, რომ მან საკუთარი პოზიცია არა საჯაროდ, კომენტარის დასრულების შემდეგ არაფორმალურ გარემოში დააფიქსირა, თუმცა ჟურნალისტმა ეს საუბარი ჩაიწერა და შემდეგ ეთერში გაუშვა.

 

Newstime