ინდოეთში შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა

197

ინდოეთში შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა. reuters-ის ინფორმაციით, სამხედრო ლაინერი რადარებიდან ბენგალის ყურეს მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გაუჩინარდა.20-საათიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ მაშველებმა წყალში თვითმფრინავის რამდენიმე ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

ბორტზე 29 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 21 სამხედრო მოსამსახურე იყო. სავარაუდოდ კატასტროფის შეეგად ყველა მათგანი დაიღუპა.

ძებნის ოპერაცია გრძელდება, სამძებრო ოპერაციაში სამხედრო გემები, წყალქვეშა ნავი და ავიაციაა ჩართული.

 

Newstime