552 256 ლარი – ნარმანიას და სამინისტროების ხარჯები რესტორნებში

115

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს“ ერთ – ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერიის და სამინისტროების მიერ რესტორნებში დახარჯული თანხების ოდენობას ასაჯაროვებს. “კვლევა შეეხება 5 სამინისტროს და თბილისის მერიას. როგორც აღმოჩნდა თანამდებობის პირები საკმაოდ „ხელგაშლილები“ არიან , როცა საქმე მათ ქეიფს და ჭამას ეხება. მხოლოდ 2016 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან რესტორნებში გადახდილმა თანხამ 298 725 ლარი შეადგინა. ჯამში 110 ხელშეკრულება გაფორმდა მომსახურეობისთვის და საშუალოდ ერთ „შეკვეთაზე“ 2715 ლარს ხარჯავდნენ . დედაქალაქის მერიას არ ჩამორჩა ეკონომიკის სამინისტრო და ამ დროის განმავლობაში ბიუჯეტის ხარჯზე 163 443 ლარის „შეუკვეთა“. კვლევისას გამოირკვა, რომ საშუალოდ სამინისტროს ერთი ვიზიტი რესტორანში 1945 ლარი გვიჯდება . ჯამში ასეთი ვიზიტი 2016 წელს 84 იყო. შედარებით პატარა მადა აქვთ განათლების – 33 152 ლარი , ფინანსთა – 9758 ლარი, სოფლის მეურნეობის – 24 139 ლარი და იუსტიციის – 23 039 სამინისტროებს. მხოლოდ 5 სამინისტრომ და დედაქალაქის მერიამ რესტორნებში ჯამში 552 256 ლარი დახარჯეს 261 ვიზიტში . საშუალოდ თანამდებობის პირების ერთი ვიზიტი რესტორანში ბიუჯეტს 2116 ლარი უჯდება. ისედაც გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯი. გაორმაგებული პრემია დანამატები და ამ ფონზე დამატებით წლიდან წლამდე მილიონობით ლარი ჩინოვნიკების რესტორნები გვიჯდება. ამას სახელიც აღარაა აქვს. მთავრობა, რომელიც მინიმალურ პრობლემებს ვერ უგვარებს მოქალაქეებს მისსავე მოსახლეობის ხარჯზე რესტორნებში ტაშფანდურობს . არ დაგვავიწყდეს ეს ის მთავრობაა საქართველოს მე 3 პრეზიდენტს ჩაის და საპნის ფულს, რომ უთვლიდა .” – აცხადებს ხაბეიშვილი – See more at: http://pirveliradio.ge/?newsid=70369#sthash.remdceRU.dpuf

Newstime