სერგეი ლავროვი: ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას

86

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვლადიმირის ოლქში მიმდინარე ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას.

სერგეი ლავროვის მტკიცებით, NATO-მ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დაწყება წაახალისა.

 

„2008 წელს ბუქარესტში NATO-ს წევრებს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავი დაკარგა და ცხინვალს დაესხა. თქვენ ნახეთ, რა გამოვიდა. ეჭვი არ მეპარება, რომ NATO-ს მხრიდან წახალისებამ თავისი როლი შეასრულა. იგივე მოხდა უკრაინაშიც”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

Newstime