მოქალაქეთა საყურადღებოდ!!! – საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

203

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თურქეთის რესპუბლიკაში 90 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას უფლებააქვს განვითარებული მოვლენების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულადდააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორც დროის კონკრეტულ მომენტსა დაკონკრეტულ არეალში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, შეზღუდოს ანგარკვეული პერიოდით აკრძალოს: ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა; ქუჩაშიგასვლა და გადაადგილება; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება;განახორციელოს პიროვნებების პირადი შემოწმება, აგრეთვე სატრანსპორტოსაშუალებებისა და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახითკონფისკაცია; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი, ასევე, დააწესოსცალკეულ რეგიონებში შესასვლელად სპეციალური საშვების წარმოდგენის აუცილებლობადა სხვ.

 

თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო-თურქეთისსახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები (სარფი,ვალე, კარწახი) მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. რაც შეეხება ავიაფრენებს, გამკაცრებულიუსაფრთხოებისა და კონტროლის ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია მგზავრები 5-6საათით ადრე გამოცხადნენ აეროპორტებში.

 

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +905336903040;

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +905418184400

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე:

+ 90541 326 22 26

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზზე: 577984020“, – წერია განცხადებაში.

Newstime