მეცნიერების აზრით, ალკოჰოლი კიბოს იწვევს

227

ალკოჰოლი კიბოს გამომწვევი მიზეზია. ამის შესახებ ჟურნალი Addiction  წერს, სადაც ახალი ზელანდიის ოტაგოს უნივერსიტეტის კველევაა გამოქვეყნებული.

კვლევის მიხედვით, იმ დაავადებებს, რომლებსაც ალკოჰოლის მიღება იწვევს, მიეკუთვნება ასევე პირ-ხახის, ხორხის, საყლაპავის, ღვიძლის, ნაწლავის, სწორ-ნაწლავის და ძუძუს კიბოც.

მეცნიერების აზრით, 2012 წელს მსოფლიოში გარდაცვილვთა 5, 8 პროცენტი კიბოთი დაღუპულებმა შეადგინა. ყველაზე მაღალი რისკები ალკოჰოლის დიდი დოზით მოხმარებასთანაა დაკავშირებული. თუმცა, მეცნიერების თქმით, ალკოჰოლის ზომიერი და იშვიათი მიღებაც კი არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხოდ.

 

Newstime