თბილისის უბნები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

245
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
”თელასიდან” ცნობით, 22 ივლისს, სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი – 3 ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ინწკირველის, კახიანის, ქებურიას, ურიდიას, ჩხიკვაძის, მეხსის, სტურუას, კიკნაძის, მიქატაძის, წრომის, უიარაღოს, მუშათა, კისისხევის, წაღვერის, ნოსტეს და კელაპტრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში,10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ბერი გაბრიელ სალოსის, ჩოლოყაშვილის, ცუცხვათის, გარეკახეთის, აწყურის, ზინდისის, დოესის და ზურაბიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილის, ფოცხვერაშვილის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ წავკისის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ”თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.
Newstime