ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე

234

სამი ადამიანი ემსხვერპლა ავტო საგზაო შემთხვევას ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გარდაცვლილები სავარაუდოდ, ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ერთ მანქანაში ისხდნენ.

ასევე მძიმედ დაშავდა მეორე მანქანაში მსხდომი 4 ადამიანი. მათ შორის საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და საქართველოს ჩემპიონის ლელოს მორაგბე გიორგი ლომინაძე და მათი მეუღლეებიც. ისინი ქუთასისა და სამტრედიის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი.

განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალბატონის მდგომარეობა. მომხდარზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

Newstime