ფართოზოლოვანი ინტერნეტი გამოასწორებს იმ დისბალანსს, რომელიც სოფელსა და ქალაქს შორის არსებობს

165

ჩვენი ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროექტი არის ფუნდამენტალური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ ხორციელდება, რომელშიც ფონდი „ქართუ“ იღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელმა 2030.news-ს განუცხადა.

მისი თქმით, ფონდი „ქართუ“ ინტერნეტიზაციის პროგრამისთვის გამოყოფს დაფინანსებას.

„პროექტი ძალზე მრავალხმრივია, კომპლექსურია და თავის თავში გულისხმობს კერძო სექტორის აქტიურად ჩართვას. ამ პროექით ხდება სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობა. კერძო სექტორს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი სარგებელი ნახოს და მეტი კლიენტურა გაიჩინოს ქვეყნის რეგიონებში. მეორეს მხრივ პროექტი ძალზე მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის, რადგან დაფარვა ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელით სრულად დაფარვა, ქვეყანას უფრო მეტი განვითარების საშუალებას მისცემს. შესაძლებლობა ექნება მოიზიდოს ახალი ინვესტიციები სახელმწიფოში და მისცეს რეგიონებს იმის შესაძლებლობას, რომ დაეწიონ დედაქალაქს, გამოასწორონ ის დისბალანსი, რომელიც არსებობს სოფელსა და ქალაქ შორის“, – განაცხდა ჩხეტიანმა.

წყარო:2030.news

Newstime