ოთარ აბესაძე-რა გაუკეთა და რას უკეთებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს?!

201

ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის ყველაფრისთვის, რაც კი საქართველოსთვის გაუკეტებია და აკეთებს.

“მარტივად რომ შევხედოთ თუ რა გაუკეთა და რას უკეთებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს:
1. ქვეყნისათვის აუცილებელია ქონდეს კულტურული მემკვიდრეობა შემონახული. საქართველოში არსებული აბსოლუტურად ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, 1500 ზე მეტი ეკლესია – მონასტრის და თითქმის ყველა კულტურული დანიშნულების დაწესებულების სრული რესტავრაცია და აღდგენა დააფინანსა ქართუ ფონდმა.
2. ქვეყნის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განათლება. 1 500 ზე მეტი სკოლა ააშენა და ჩაუტარა სრული რესტავრაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწორედ ეხლა აშენებს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონში საუკეთესო სამეცნიერო, კვლევით ტექნოლოგიურ ცენტრს.
3. დემოკრატია და ადამიანის უფლებები. 2012 წელს მან დაკანონებული დიქტატურა დაამარცა და დღეს სიტყვის, არჩევანის და გამოხატვის თავისუფლება არის სახელმწიფოსთვის მთავარი. ადამიანი გახდა სახელმწიფოსთვის მთავარი და არა სტატუსი.
4. და ძალიან მნიშვნელოვანი, ადამიანებს მითუმეტეს რეგიონებში განათლებისთვის, რეალიზებისთვის, მსოფლიო ინტეგრირებისთვის და ა.შ. ჭირდებათ ე.წ. “ფანჯარა” მსოფლიოში. ეს “ფანჯარა” იძლევა ძალიან სწრაფი განვითარების საშუალებას. ქართუ ჯგუფის ფინანსური მხარდაჭერით საყოველთაო ინტერნეტიზაცია იწყება.

სხვა დანარჩენი რომ აღარ ჩამოვთვალოთ ეს ის ფუნდამენტია, რაზეც დგება და შენდება სახელმწიფო. კულტურული მემკვიდრეობა და რელიგია, განათლება, სახელმწიფო ინსტიტუტები და წვდომა, მარტივი წვდომა დანარჩენ მსოფლიოსთან.

მე ვამბობ მადლობას !!!”-წერს აბესაძე

Newstime