თემურ ბათირაშვილი: ჩემმა შვილმა შემომთავაზა, ისლამურად მელოცა, მაგრამ მე ჩემს რელიგიას არ ვუღალატებ

132

თარხან ბათირაშვილის, იმავე ომარ ალ-შიშანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში გავრცელდა. ოჯახი სამძიმარს იღებს. თარხანის მამა, „პრაიმტაიმთან” თარხანის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც თემურ ბათირაშვილი ამბობს, თარხანმა სირიაში  წასვლის  გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ თავის შესაძლებლობების რეალიზება საქართველოში ვერ მოახდინა.

„ჩემი შვილის სირიაში წასვლის მიზეზი ის იყო, რომ აქ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ვერ მოახერხა. უსამართლოდ მოხსნეს ჯარიდან.

 თარხანმა სცადა ბიზნესის დაწყება, რაღაცები ჩამოიტანა კიდეც. შემდეგ დაიჭირეს. ამ დროს ჩვენს ოჯახს ძალიან უჭირდა, ყველაფერი გავყიდეთ, რომ მას დავხმარებოდით. თარხანი ციხიდან რომ გამოვიდა, კიდევ ერთხელ სცადა სამხედროში მისვლა, თელავშიც იყო ჩასული სამუშაოს სანახავად, მაგრამ ვერაფერი ნახა. შემდეგ უკვე სირიაში აღმოჩნდა. რა და როგორ მოხდა, ზუსტად არ ვიცი.

 არ ველოდი თარხანის ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ის ყოველთვის ეუბნებოდა თავის ძმებს, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონოდათ ვაჰაბისტებთან.

 ბოლოს როცა ვისაუბრეთ, ჩემმა შვილმა შემომთავაზა, რომ ისლამურად მელოცა, მაგრამ მე ჩემს რელიგიას და რწმენას არ ვუღალატებ, რაც არ უნდა იყოს.

 მე რომ მუსლიმი ვყოფილიყავი, ჩემი შვილი ალბათ სირიაში წამიყვანდა. თუმცა მე ქრისტიანობას არ ვუღალატებ”, – ამბობს თემურ ბათირაშვილი.

Newstime