ვის და რატომ აძლევდა ქრთამს საქართველოში ფეთჰულაჰ გიულენი?!

200

წინა კვირას თურქულ ტელეარხ “A-Haber”-ის პირდაპირ ეთერში თურქი სამართალდამცავების მიერ ფეთჰულაჰ გიულენის დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის ძებნილმაჰაიატი ქუჩუკმა, რომელიც თავის დროზე გიულენის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების დამფუძნებელი იყო საქართველოში, სკანდალური განცხადება გააკეთა. მან ვრცელ სატელევიზიო ინტერვიუში დეტალურად მოყვა, როგორ და როდის გაიცნო ფეთჰულაჰ გიულენი, კონკრეტულად რა დავალებებს იღებდა მისგან და რა საქმიანობას ეწეოდა საქართველოში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში სკოლები და სასწავლებლებიგავხსენით. რასაც მე ვხედავდი, ამ სასწავლებლების გახსნის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორისურთიერთობების გაუმჯობესება და თურქეთის იმიჯის მაღალ დონეზე შენარჩუნება ამქვეყანაში“.

იმავე ინტერვიუში ჰაიატი ქუჩუკმა აღნიშნა, რომ მოგვიანებით შეიტყო გიულენის მიერ უმაღლესი სასწავლებლების გახსნის რეალური მიზეზი, რაც მისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა: “2002 წლიდან, ხელისუფლებაში ერდოღანის მოსვლის შემდეგ,ჩემთვის თანდათან ნათელი შეიქნა, რომ გიულენი, რომლის დოქტრინასაც ვავრცელებდითმსოფლიოში, არა რომელიმე რელიგიურპოლიტიკური ჯამაათის ხელმძღვანელი იყო,არამედ აშშის, ისრაელისა და სხვა დასავლურ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი.გიულენს ისევე არ უყვარდა ერდოღანი, როგორც დასავლეთის ზოგიერთ ლიდერს დაისრაელს. ჩვენ მიერ შუა აზიასა და ჩეჩნეთში სასწავლებლების გახსნა ნიადაგის მომზადებაიყო ამ ქვეყნებში ამერიკული სპეცსამსახურების შესასვლელად…”

ქუჩუკის განცხადებით, გიულენის ორგანიზაციას ყველა ქვეყნის ხელისუფლებაში ჰყავს თანამოაზრე, რომელიც გარკვეული გასამრჯელოს ფასად მისთვის მუშაობს: ვაფინანსებდითყველას, ვინც კი რამეში გამოგვადგებოდა იმ ქვეყანაში. საქმე იქამდეც მივიდა, რომსაქართველოში გიულენმა ეკლესიის დაფინანსებაც კი დაგვავალა. დიახ, ქართულეკლესიას გადავუხადეთ ფულიუკან არ ვიხევდით ქრთამზეც. საქართველოსიმდროინდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, 165 000 დოლარის ჩეკი გადავეცითქრთამის სახით თავის კაბინეტში. ამ ფაქტს თურქეთის ელჩიც ესწრებოდა…”

ინტერვიუს დასასრულს ქუჩუკმა განაცხადა, რომ მას საქართველოსთვის ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან გიულენის ორგანიზაციის საქმიანობა, საბოლოო ჯამში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებისა და მტრობისკენ იყო მიმართული.

ქუჩუკის გაცხადებიდან ჩანს, რომ არათუ თურქეთის დაზვერვას, არამედ გიულენის ორგანიზაციასაც კი საქართველოში ჯაშუშების ეშელონირებული ქსელი ჰყავს. აი რას წერს ამ ე.წ. სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკაზე სოციალური ქსელების ერთ-ერთი აქტიური წევრი:

აჭარის პანსიონები, მედრესეები ზრდიან აგენტებს, რომლებსაც 5-10 წლის შემდეგგამოიყენებენ საქართველოში პროთურქული ელიტის ფორმირებისთვის. ეს არისაგენტურული სახლები რომლებიც ეწევიან გადაბირებას ახალგაზრდობის… 2 წელივსწავლობდი დემირელის კოლეჯში, სანამ გამომაგდებდნენ. ამ კოლეჯის იდეოლოგიამუშაობს შემდეგნაირად: ჩემ დროს ღირდა 800 დოლარი, იმ დროს ამ ფასად მანქანსიყიდიდი, ანუ დადიოდნენ მხოლოდ შეძლებული ოჯახების შვილები: ბიზნესმენების,სახელმწიფო მოხელეების შვილები და, უბრალოდ, ძალიან შეძლებული ოჯახებისშვილები. სკოლის ხელმძღვანელობა შედიოდა და ახლაც შედის ძალიან ახლო კონტაქტშიმშობლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არის სახელმწიფო დონეზე მნიშვნელოვანსტრუქტურებში: საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, უშიშროება და .. რატომ შედისმათთან ახლო კონტაქტში? იმიტომ, რომ ჰქონდეთხოდიდა დაბალი დონიდან ავიდნენმაღალ დონეზე, მოიპოვონ ნდობა და ჰყავდეთ დავალებულები. არის ვიზიტები,თურქეთში პატიჟებენ, “აგულავაებენდა ჩამოჰყავთ უკან, ჩამოჰყავთ უკან უკვედავალებულებიდადამეგობრებულები“. ეს არის ჯაჭვი, შემდეგ მიდის ლაპრაკი: მოდი,ბიზნესი ერთად გავაკეთოთ, მოდი, რამე შემოვიტანოთ, გავიტანოთ და პროცესები მიდისუფრო სიღრმეში“.

ცხადია, ქუჩუკის ზემოაღნიშნულ განცხადებას ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში რეაგირება მოჰყვებოდა და შესაბამისი სტურქტურები მყისვე დაიწყებდნენ გამოძიებას _ შეესაბამება თუ არა ეს განცხადება სიმართლეს და ვინ იყვნენ კონკრეტულად ის ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც ქვეყანაში გზას უხსნიდნენ უცხო სახელმწიფოს რეაქციულ ძალებს, მაგრამ არაფერი მსგავსი. საქართველოს ხელისუფლებამ არათუ გამოძიება დაიწყო, ექსტრემიზმში ბრალდებულ თურქ ტერორისტს კალთა გადააფარა და განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას პირით გვაუწყა, რომ თურმე გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში კანონდარღვევის ფაქტები არ ყოფილა. ეს, ალბათ, გასაკვირი არც არის _ როგორც ჩანს, გიულენი დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც ისევე ყიდულობს, როგორც თავის დროზე შევარდნაძეს ყიდულობდა კაბინეტში ხონჩით მირთმეული ათასებით. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებაშიც ბევრია ოცდაათ ვერცხლზე დახამებული იუდები და ფარსადანები, რომლებსაც სახელმწიფო საძოვარი ჰგონიათ და უცხოურ გრანტზე ნერწყვი მოსდით…

რაც შეეხება სააკაშვილის პერიოდს, ცხადია, “ნაცების ბუღას” უანგაროდ არ დაურიგებია ათასობით თურქისთვის საქართველოს მოქალაქეობა. ამ ყველაფრის უკან კონკრეტული გარიგება და დიდი ფინანსური ინტერესები იდგა. ამიტომ იყო დედამისიც, გიული ალასანია, გიულენთან კუდით გადანასკვული, ამიტომ უწყობდა ის ხელს სწორედ გიულენის სასწავლებლების გაფართოებასა და პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო ჯამში, ამ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად საქართველომ მიიღო ათიათასობით თურქი ქართული პასპორტით, ამ პოლიტიკის შედეგად საქართველომ მიიღო ენ რაოდენობის თურქული კომპანია, რომლებიც ისედაც ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზე მყოფ საქართველოში იმთავითვე ახორციელებდნენ და დღემდე განაგრძობენ ეკონომიკურ ექსპანსიას. თუმცა ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინ გველოდება: შორს არ არის ის დრო, როცა თურქეთი დე იურედ მიიერთებს აჭარას. თანაც ამას დემოკრატიის სახელით გააკეთებს და საქმეს ისე დაასვამენ ბეჭედს, რომ “ცივილიზებულ მსოფლიოს” სინდისი “სუფთა” ექნება. მერე არც იმის თქმა გაუჭირდებათ, რომ “თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია”, ისტორიული მოკეთე და არა მტერი, რომელიც საქართველოს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის გიულენის სასწავლებლები, უნდა დაიწყონ თუ არა შესაბამისმა უწყებებმა მათი საქმიანობის შესწავლა და უნდა გაუქმდეს თუ არა ისინი? _ ამ და სხვა მნისვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

_ ბატონო ჰამლეტ, ფეთჰულაჰ გიულენთან დაახლოებულმა პირმა ჰაიატი ქუჩუკმა ერთერთ თურქულ ტელეარხთან ინტერვიუში ერთობ სკანდალური განცხადება გააკეთა. მანთქვა, რომ გიულენი ამერიკის სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებდა და მისისაქმიანობა საქართველოში ოფიციალურ თბილისსა და ანკარას შორის დაძაბულობისკენიყო მიმართული. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ჩვენს ქვეყანაში გიულენისსასწავლებლები?

_ საქართველოში გიულენის სასწავლებლების უკან არა მხოლოდ ეს პიროვნება _ ჰაიატი ქუჩუკი, არამედ ბევრი ქართველიც იდგა, მათ შორის, სააკაშვილის დედაც, რომელიც თავის დროზე იყო (არ ვიცი, დღეს არის თუ არა) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ ამ სასწავლებლებში ქართული პროგრამებით ხდება სწავლება, აბსურდია. გიულენი არ იყო მომართული იმისთვის, რომ ქართველებს აქ ესწავლათ ქართული სულისკვეთებით, მისი მიზნები და ამოცანები სულ სხვა იყო…

_ კონკრეტულად?

_ კონკრეტულად ის ხსნიდა რელიგიურ სასწავლებლებს და ეს რელიგიური სასწავლებლები მოდებულია აჭარას. მერე ამ სასწავლებლების მოსწავლეებს იწვევდა თურქეთში და იქ ნასწავლი ბავშვი უკვე ჭკუაგადაბრუნებული ბრუნდებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, იმას, რასაც დღეს გიულენი აკეთებს, ჰქვია იდეოლოგიური ექსპანსია. ეს არის იდეოლოგიური ოკუპაცია და, ვფიქრობ, ამან არანაკლები საფრთხე შეიძლება შეუქმნას საქართველოს, ვიდრე სხვა სახის კონფრონტაციამ უცხო სახელმწიფოსთან. ამასთანავე, დიდი საფრთხის შემქმნელად მიმაჩნია ის ქართველებიც, რომლებიც გზას უხსნიან ამ რეაქციულ ძალას. ამ ყველაფერმა ძალიან მალე შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ყოველ შემთხვევაში, აჭარისთვის უკვე ტრაგედიადაა ქცეული თურქული ექსპანსია და ეს არის ფაქტი…

_ ჰაიატი ქუჩუკმა განაცხადა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებას ქრთამს აძლევდნენ, რათასახელმწიფოსგან გარკვეული ხელშეწყობა მიეღოთ. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია,სააკაშვილის ხელისუფლებასაც და დღევანდელსაც უხდიდნენ ქრთამს?

_ რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული არ არის. დღეს საქართველოს ხელისუფლება ქართული ხელისუფლება რომ არ არის, ფაქტია. საქართველოს ხელისუფლება არის მეხუთე კოლონა, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის, საიდან მიიღებენ ფულს _ თურქეთიდან თუ ამერიკიდან?!

აქვე გაგახსენებთ სააკაშვილის ერთ ცნობილ განცხადებას, რომელიც მან პრეზიდენტობის პერიოდში გააკეთა: დედაჩემმა მითხრა, თურქეთი ჩვენი ისტორიული მტერი კი არ არის,არამედ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი ყოფილაო. ეს ხომ შემთხვევითიგანცხადება არ იყო, ამის უკან იდგა სწორედ ის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელიცმერე ვნახეთ, როცა ერთი ხელის მოსმით დაურიგა თურქეთის მოქალაქეებს ქართულიპასპორტები და მერე სიმბოლურ თანხად მიჰყიდა მათ მიწები

_ დღევანდელ ხელისუფლებას (და წინასაც) ერდოღანთან კარგი ურთიერთობა აქვს,ერდოღანის ხელისუფლება კი გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაშიადანაშაულებს. არის კი დღესქართული ოცნებისინტერესებში გიულენისსასწავლებლების არსებობა საქართველოში?

_ გიულენსა და ერდოღანს შორის ურთიერთობა გამწვავდა ბოლო სამი წელიწადია, თორემ თავის დროზე ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მეტსაც გეტყვით, სამი წლის წინათ გიულენი იყო ერდოღანის უმაღლესი მრჩეველი. ეს, იცით, რას ნიშნავს? _ მთელი რიგი საკითხების გადასაწყვეტი ბერკეტები, განსაკუთრებით _ იდეოლოგიის, სწორედ გიულენის ხელში იყო.

ახლა გიულენის იდეოლოგიაზეც ვთქვათ _ რა უნდა ამ კაცს და რისთვის იბრძვის? ის ამბობს, რომ უნდა აღდგეს ოსმალეთის იმპერია, ანუ ევროპიდან დაწყებული ცენტრალური აზიის ჩათვლით, ყველა მიწა და სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს ერთ სახელმწიფოში, რომელსაც ერქმევა ოსმალეთის იმპერია. ცხადია, ამ იმპერიის შემადგენლობაში განიხილება საქართველოც. მეტიც, საქართველო თურქულ პერიოდიკაში საერთოდ არ მოიხსენიება სახელმწიფოდ. აი, ეს არის მათი ამოცანა და იცით, კიდევ რას ამბობს გიულენი? _ გავშლი პატარა ნოხს, დავაგებ, დავიწყებ ლოცვას და, სადაც ეს ნოხი გაიშლება და მოხდება ლოცვა, ის სახელმწიფო იქნება ჩვენიო. ამაში, ცხადია, არ ცდება.

ერდოღანს რაც შეეხება, მისი ხედვა გულისხმობს ძალისმიერი ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით ძველი გავლენის აღდგენას. ისიც, თავის მხრივ, მართალია, მაგრამ, საერთო ჯამში, იმის თქმა, რომ ერდოღანი არის ძალიან თეთრი და ძალიან კარგი, ხოლო გიულენი _ ძალიან შავი და ცუდი, არასწორი მგონია. ორივე ერთი ჩამოსხმის ხალხია. ორივეს ამოძრავებს ე.წ. დიდი თურანის შექმნის გეგმა და ამ საკითხზე მათ ერთნაირი თვალსაზრისი აქვთ. ამ კატეგორიის პოლიტიკოსია კიდევ თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავითოღლუ, რომელმაც წიგნიც გამოსცა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თურქული გავლენის აღდგენა კავკასიის რეგიონზე, ცენტრალურ აზიაზე და ა.შ. ასე რომ, ჩვენ ვერ დავიწყებთ ვერც ერდოღანის გათეთრებას და ვერც გიულენის გაშავებას, კიდევ ვიმეორებ: ჩემი აზრით, ორივე არის შავი, ორივე არის ძალიან ცუდის მომტანი საქართველოსთვის, ამიტომ ჩვენი ქვეყანა უნდა გამოფხიზლდეს და მიხედოს თავის საქმეს.

Newstime