„სამეფო კარის თამაშების“ პროდიუსერების ინფორმაციით, სერიალი მერვე სეზონით დასრულდება

134

სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მეშვიდე სეზონი 2017 წლის ზაფხულში გამოვა, წერს The Hollywood Reporter. მაყურებელი შვიდ სერიას იხილავს. ფილმის გადაღებები ზაფხულის მიწურულს დაიწყება. მეშვიდე სეზონს ისლანდიაში, ესპანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში გადაიღებენ.

ჩვეულებრივ, სერიალის ახალი სეზონები აპრილში გამოდის, თუმცა ვინაიდან მეექვსე სეზონის დასასრულს ფილმში ზამთარი მოდის, მზიანი ამინდები გადაღებებს არ შეეფერება,- განაცხადეს ფილმის პროდიუსერებმა. მათივე თქმით, სერიალი მერვე სეზონით დასრულდება.

Newstime