სინოპტიკოსები უამინდობას პროგნოზირებენ

226

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების განმავლობაში უამინდობას პროგნოზირებს: “19-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28° ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +31, +36° იქნება. 21-24 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება არამდგრადი ამინდი, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +25, +30° აღმოსავლეთ საქართველოში +29, +34° იქნება” ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. – See more at: http://pirveliradio.ge/?newsid=70204#sthash.YoHmRX6I.dpuf

Newstime