გია დგებუაძე: ვერ მოვახერხე პოლიციელის უმთავრესი მოვალეობის შესრულება

198

გია დგებუაძე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი რომან სურმანიძის მამას და ოჯახს ბოდიშს უხდის. კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინისანმა ოთარ სურმანიძეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიმართა და სთხოვა, ნაადრევი დასკვნები არ გააკეთოს.

გია დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა” სურმანიძის ოჯახს ბოდიშს იმის გამო უხდის, რომ მისი შვილისა და მეგობრების სიცოცხლის დაცვა ვერ შეძლო პოლიციამ.

კარგად მესმის თქვენი განწყობა და მდგომარეობა. ის ტკივილი, რაც თქვენი შვილისდაკარგვითაა გამოწვეული, ამის შემსუბუქება და გადატანა ძალიან ძნელია, მაგრამ მემინდა, ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ. გამოვხატო ჩემი მწუხარება, ჩემი სინანული,როგორც პოლიციელის, რომ ამ სპეცოპერაციაში მე ვიღებდი მონაწილეობას და როგორცერთ-ერთმა რიგითმა პოლიციელმა, ვერ მოვახერხე პოლიციელის უმთავრესი მოვალეობისშესრულება, რაც გამოიხატება ადამიანის სიცოცხლისა და მისი უსაფრთხოების დაცვაში.სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ თქვენი შვილისა დამისი მეგობრების სიცოცხლის დაცვა. ამიტომ მე ჩემი მხრიდან გიხდით ბოდიშს. მე არმინდა, თქვენ ნაადრევი დასკვნები გააკეთოთ. ისიც კარგად მესმის, რომ სახელმწიფოსმხრიდან რაღაც გარკვეული ზრუნვა იგრძენით თქვენი საქმის მიმართ. მაგრამ მინდაგითხრათ, რომ ეს ზრუნვა არ არის გამოწვეული თქვენი ოჯახის ინტერესებიდანგამომდინარე, ან იმის გამო, რომ ვიღაცას სამართლიანობის აღდგენა უნდა. დაიმახსოვრეთჩემი სიტყვა , ძალიან გთხოვთ. მე გახლავართ გიორგი დგებუაძე, 18 წლის სტაჟის მქონევიცე-პოლკოვნიკი და ვფიქრობ, ჩემს მოვალეობას პირნათლად ვასრულებდი. გთხოვთ, ნუმიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყურადღებით ადევნოთ თვალი ამ სასამართლოპროცესებს“, – განაცხადა დგებუაძემ.

Newstime