გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელი სავარაუდოდ17 წლის ავღანელი ლტოლვილია

155

გერმანიაში, ქალაქ ვიურცბურგთან ახლოს, მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელი სავარაუდოდ 17 წლის ავღანელი ლტოლვილია.

ბავარიის პოლიციის ცნობით, მატარებლის მგზავრებზე თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

საუბარია 17 წლის ავღანელ ახალგაზრდაზე, რომელიც გერმანიაში მშობლების გარეშე ჩამოვიდა. ის ლტოლვილთა თავშესაფარში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში კი – ოქსენფურტში, მიმღებ ოჯახში ცხოვრობდა.

როგორც ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იოაჰიმ ჰერმანმა განაცხადა, ნაჯახით და დანით შეიარაღებული მოზარდი მგზავრებს მაშინ დაესხა, როცა მატარებელი ვიურცბურგის სადგურს უახლოვდებოდა. როცა მატარებელი გაჩერდა, თავდამსხმელი გაიქცა და მიმალვას ეცადა, მაგრამ მას ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი დახვდა. არასრულწლოვანმა ნაჯახით პოლიციაზე თავდასხმა სცადა, რა დროსაც, ის მოკლეს.

დანაშაულის მოტივი აქამდე უცნობია.

Newstime