„ბიძინა არ არის აქ, ჩამოვა და ყველაფერს დაალაგებს“ – მარგიანი ,,ოცნებასთან” ერთიანდება?

201

,,ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს დემოკრატიული კავშირი ,,ერთიანი საქართველოს” ლიდერი ავთანდილ მარგიანი აცხადებს რომ მისმა პარტიამ უკვე მიწერა ივანიშვილს გაერთიანების შესახებ წერილი და ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ ყველაფერი კარგად დალაგდება.

„ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის მეტი რა გვაქვს? პირადად ბიძინამ ხუთჯერ მისაყვედურა.. ბოლოს რეზო ჩხეიძის გასვენება იყო სამების ტაძრიდან , დიდი საყვედური მითხრა: ბატონო ავთანდილ, ჩვენ რატომ არ უნდა ვხვდებოდეთ ხშირად ერთმანეთს და რატომ არ უნდა ვერთიანდებოდეთო? გავერთიანდებით ჩვენ მაგათთან… ვწერთ ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენს პოლიტიკურ ორგანიზაციას უნდა მასთან გაერთიანება. ალბათ, ეს ამ დღეებში მოხდება. ბიძინა არ არის აქ, ჩამოვა და ყველაფერს დაალაგებს, ძალიან ყურადრებიანი კაცია. ამ დღეებში გამოჩნდება. მის სახელზე დავწერეთ წერილი, „მოქალაქეზე“. იმ დღეს ვთქვი, მაგისი ორგანიზაცია ვიგულისხმ. ადრე იყო „მოქკავშირი“, ახლაა „მოქალქე“, კავშირი აღარ ქვია“ – აცხადებს ,,ალიასთან” ინტერვიუში მარგიანი.

Newstime