რა აკავშირებს თურქეთის ამბოხში მონაწილე გიულენს სააკაშვილის დედასთან ?!

163

ვინ არის თურქი ფეთჰულაჰ გიულენი, რომლის დაფინანსებით სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილი უნივერსიტეტები რელიგიური ექსტრემიზმის გამოაშკარავების შემდეგ დახურეს, საქართველოში კი მისი სახსრებით დაარსებული 14 სასწავლებელი შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას? რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, – ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ფეთჰულაჰ გიულენის დაფინანსებით დაარსებული სასწავლებლები უკვე დახურეს.
მეტიც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან პირისპირ გამართული აუდიენციისას ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს პირადად გადასცა იმ პირების სია, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში ფეთჰულაჰ გიულენის წარმომადგენლები იყვნენ და არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სახელმწიფო მმართველობის დონეზე ჰქონდათ განზრახული რუსეთსა და აზერბაიჯანში თავის დამკვიდრება. აშშ-ში მის მიერ გახსნილ სკოლებში “ეფ-ბი-აი“ შევიდა. აშშ-მ, აღნიშული სასწავლებლების დახურვის პარალელურად, რამდენიმე პედაგოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
სწორედ გიულენი დგას საქართველოში ერთ-ერთ პრესტიჟულ – “შავი ზღვის“ უნივერსიტეტის უკანაც. გიულენს ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტის დედასთან და “საქართველოს უნივერსიტეტის“ რექტორთან გიული ალასანიასთან. სწორედ გიული ალასანია უძღვება ფეთჰულაჰ გიულენის ინიციატივით გამართულ კონფერენციებს, რომლებიც საქართველოში ყოველთვიურად ტარდება.
”საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე რომან კვიციანი დაინტერესდა. კვიციანის მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა გამოძიებამ მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც გიულენის საქმიანობის შესახებ სკანდალური დეტალები გამოკვეთა. გამოძიების შედეგების შესახებ კვიციანმა “კვირას“ ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია.
გიულენი 1941 წლის 27 აპრილს, თურქეთში, ერზურუმის ოლქის ხასანკალის რაიონის სოფელ ჰულლაჰ ქორუჯუქში დაიბადა. მას არაბულ ენას მამა – რამიზ ხოჯა ეფენდი ასწავლიდა, ყურანი შეისწავლა და ჰაფიზი გახდა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ ერთი წელი ერზურუმში ცხოვრობდა. შემდეგ ედირნეში დაბრუნდა და 1964 წლის 4 ივლისიდან მეჩეთ დარულჰადისში ყურანის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე მეჩეთში იმამის მოვალეობასაც ასრულებდა. ღვთისმეტყველ-მქადაგებელი იყო. მან, აგრეთვე, საკუთარი ინიციატივით დაიწყო პედაგოგიური და საგანმანათლებლო პრაქტიკა ყურანის შემსწავლელ კურსებზე. „ქესტანეპაზარიდან”, როგორც თურქეთის სასულიერო მმართველობის მაღალი თანამდებობის პირი, გააგზავნეს ჰაჯად. ეს მისი პედაგოგად მუშაობის პერიოდში მოხდა.
„ქესტანეპაზარიდან”, როგორც თურქეთის სასულიერო მმართველობის მაღალი თანამდებობის პირი, გააგზავნეს ჰაჯად. ეს მისი პედაგოგად მუშაობის პერიოდში მოხდა.
ფულის აგროვება დაიწყო. ამის მიზეზად კი ნაკლებად შეძლებულების დახმარების სურვილი დაასახელა, თუმცა შეგროვებული თანხის თითქმის სრულ ოდენობას პირადად მოიხმარდა. ეტაპობრივად გიულენის იდეოლოგიის მიმდევრები მატულობდნენ. ადრე თუ მას თანამოაზრეები მხოლოდ თურქეთის დიდ ქალაქებში ჰყავდა, დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის იდეოლოგიას მსოფლიოს ყველა კუთხეში, მათ შორის საქართველოშიც ჰყავს მიმდევრები. გიულენისტების მომხრეების ჯგუფების წევრები იკრიბებიან ამავე ჯგუფის წევრების სახლებში, იქ აგროვებენ თანხას, რომელსაც ამ საქმისთვის გამოყოფილი რამდენიმე პირი უწევს ორგანიზებას. ეს ხდება არაოფიციალურად. ე.წ ობშიაკის სახით. თანხის უმეტესობა კი კვლავ გიულენის ჯიბეში მიდის. გიულენის დაჯგუფება მიწისქვეშა ორგანიზაციაა, რომელიც მემარცხენე იდეოლოგიას მისდევს. ჯგუფის წევრები გიულენთან ქულების დაწერის მიზნით ერთმანეთზე კომპრომატებს აგროვებენ და საჭირო ვითარებაში შანტაჟსაც მიმართავენ.

Newstime