კრისტინა აგილერა ქართველ მსმენელს ვიდეო მიმართვას უგზავნის(ვიდეო)

242

ამერიკელი პოპ მომღერალი კრისიტინა აგილერა სპეციალურად  ქართველი მსმენელისთვის ვიდეო მიმართვას ავრცელებს. როგორც ვიდეოში მომღერალი ამბობს, ის მოუთმენლად ელოდება 30 ივლისს, როდესაც საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena მისი კონცერტით გაიხსნება.

ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.

აგილერა კონცერტზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ზე დაწყებულია. ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება.

 

Newstime