კობა დავითაშვილი: სანამ ადამიანებს გაუპატიურების შიში აქვთ, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან

107

„სანამ ადამიანებს გაუპატიურების შიში აქვთ, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან!“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
დავითაშვილი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შემოდგომით არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ხოლო „ნაციონალები“მეორე ადგილზე გავლენ.
„ქართული ოცნება“ არჩევნებს მოიგებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი კვლავ მეორე ადგილზე გავა. ბევრი ადამიანი სვამს ასეთ შეკითხვას – „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ხომ არ დაბრუნდება? ჩემი პასუხი ასეთია: „სანამ ადამიანებს გაუპატიურების შიში აქვთ, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, ხოლო თუ ადამიანებში გაუპატიურების სურვილი გაჩნდება, შესაძლოა, სააკაშვილიც ჩამოვიდეს და „ნაცებმაც“ ძალაუფლება დაიბრუნონ! მოკლედ, სანამ მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას ინარჩუნებს და ადამიანები არ ამჟღავნებენ სურვილს, რომ ისინი ვინმემ გააუპატიუროს, მანამდე „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება უწერია“, – აცხადებს კობა დავითაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

Newstime