თურქეთში, ერდოღანის საზაფხულო რეზიდენციის სიახლოვეს, იარაღის დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი

211

იარაღის დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის მარმარისის ზღვის სანაპიროზე, ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის საზაფხულო რეზოდენციის სიახლოვეს.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ამ იარაღს ამბოხებული სამხედროები სასტუმროს შტურმის დროს გამოიყენებდნენ.
ამოღებულ იარაღის შორის არის შაშხანები, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, ხელყუმბარები, ჩაფხუტები, ჯავშანჟილეტები და ღამის ხედვის ხელსაწყოები. იარაღის სამალავის ზუსტი ადგილი არ დაკონკრეტებულა. შეგახსენებთ, რომ თურქეთში 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა.

Newstime