აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, ყოფილი პოლიციელები არიან

177

გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარ სროლაში მონაწილე პირები ყოფილი პოლიციები არიან.

სავარაუდოდ ინციდენტში სამი პირი მონაწილეობდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამი ცეცხლსასროლის იარაღი.

ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, დაახლოებით 10 სროლის ხმა გაისმა.

2030.news-ის ცნობით, იპოთეკარს ბინის პატრონმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა. დაჭრილია თავად ბინის პატრონიც. ერთ-ერთის მდგოამრეობა მძიმეა, მას ამ წუთებში ღუდაშაურის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

Newstime