რატომ შეზღუდეს სომხეთის ძირითადმა პროვაიდერებმა დროებით „ფეისბუქზე“ წვდომა?!

201

ერევანში, შეიარაღებული დაჯგუფების მიერ პოლიციის შენობის დაკავების შემდეგ, ამბოხის თავიდან ასაცილებლად, ინტერნეტპროვაიდერებმა სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ დროებით გათიშეს. ამის შესახებ „თვითერის“ საკუთარ გვერდზე სომეხი ჟურნალისტი არტურ პაპიანი წერს.

„არის ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა ძირითადმა პროვაიდერმა „ფეისბუქზე“ წვდომა შეზღუდა. ეს ძირითადი პლატფორმაა ოპოზიციისთვის ინფორმაციის გასავრცელებლად“ – აღნიშნავს ჟურნალისტი. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სოციალურ ქსელზე წვდომა აღდგენილია.

Newstime