“ცენტრ პოინტი აჭარის” ერთ-ერთი დირექტორი სალომე ჩარკვიანი თავისუფალია

210

თბილისის საქლაქო სასამართლოს დარბაზიდან “ცენტრ პოინტი აჭარის” ერთ-ერთი დირექტორი სალომე ჩარკვიანი გაათავისუფლეს.
ბრალდებულის გათავისუფლება პროკურატურის მიერ დაყენებული შეუამდგომლობის საფუძველზე მოხდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს პირობითი ოთხწლიანი მსჯავრი შეეფარდა.
პროკურატურამ “ცენტრ-პოინტის” საქმეზე დაკავებული სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად, სასამართლოს 15 ივლისს შუამდგომლობით მიმართა. ბათუმში ”ცენტრ პოინტის” მიერ დაგეგმილი ”თეთრი მაგნოლიას” მშენებლობის საქმეზე ოთხი ბრალდებული იყო: მაია რჩეულიშვილი, რუკა რჩეულიშვილი, სალომე ჩარკვიანი და ირაკლი მინდელი. სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

Newstime