სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქეების გადასვლა ამ დრომდე შეზღუდულია

171

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქეების გადასვლა შეზღუდულია.

როგორც 2030.news–იუწყება, საბაჟოზე ათეულობით ადამიანი ელოდება, როდის გაიხსნება საზღვარი.

“ღამით ჩამოვედი და არ გადაგვიშვეს თურქეთის ტერიტორიაზე. გვითხრეს, რომ დროებით შეზღუდულია საზღვრის გადაკვეთა. რა ხებოდა არ მქონდა ინფორმაცია, აქ გავიგე. ველოდები უკან დაბრუნებას, გვითხრეს, რომ ჩვენს თბილისში დაბრუნებას უზუნველყოფენ”, – აცხადებს ქეთევან მანულიშვილი, რომელიც თურქეთში გადასვლას გეგმავდა.

სარფის საბაჟო პუნქტზე ერთი საათის წინ დააბრუნეს ავტობუსი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მგზავრობდნენ. მგზავრები სტამბულში მიდიოდნენ.

საბაჟოს პერიმეტრზე მობილიზებულია საპატრულო და დაცვის პოლიცია.

Newstime