პანიკა თურქეთში-ანკარაში სროლის ხმა ისმის, სტამბოლში კი ხიდები დაიკეტა

182

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში სროლის ხმა ისმის. ქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები დაფრინავენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თვითმხილეველბზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ამას გარდა, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ანკარაში სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული.

ვერტმფრენები შენიშნეს სტამბოლის თავზეც. თურქული ტელეკომპანია NTV-ს ინფორმაციით, სტამბოლში, ბოსფორის სრუტეზე გამავალი ხიდები დაკეტილია

Newstime