თურქეთში შეტაკებების დროს დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

228

თურქეთში შეტაკებების დროს დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა. მსხვერპლის შესახებ ბოლო ცნობებს თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 1154 ადამიანი.

დაღუპულებს შორის 17 პოლიციელი. ამასთან, თურქეთის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მოკლულია სახელმწიფო გადატრიალების 16 მონაწილე.

სულ დაკავებულია სახელწმიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ეჭვმიტანილი 1563 ადამიანი.

Newstime