თურქეთში სამხედრო გადატრიალების 16 მონაწილე მოკლულია

152

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მონაწილე 16 პირი მოკლულია პარლამენტის შენობასთან მიმდინარე შეტაკებების დროს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ამასთან, სააგენტოების ცნობით, დაკავებულია  250 ამბოხებული.

15 ივლისის გვიან საღამოს, თურქეთში სამხედროების ნაწილმა სახელმწიფო გადატრიალების განხორციელბა სცადა. მათ დაიკავეს მთავრობის შენობა, სახელმწიფო ტელევიზია და სხვა სტრატეგიული ობიექტები. სტამბოლში სამხედროებმა ჯავშანტექნიკით ხიდები გადაკეტეს, ტანკების ალყაში მოაქციეს პარლამენტის შენობა. თურქეთის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, სტამბოლის, ანკარისა და იზმირის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რასაც შეტაკებები მოჰყა.

შეტაკებებისას დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი, მათ შორის 17 პოლიციელი.

თურქეთის პრეზიდენტი იზმირიდან სტამბოლში ჩავიდა. მან განაცხადა, რომ სახელწმიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეთა დასჯის პირობა დადო.

 

Newstime