თურქეთში კვლავ დაძაბულობაა, ხელისუფლების მომხრე ძალებმა ანკარაში მეორე ვერტმფრენი ჩამოაგდეს

203

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მომხრე ძალებმა ანკარაში ამბოხებულების მეორე ვერტმფრენი გაანადგურეს. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ამბოხებულები სატელიტური მაუწყებლობის, Turksat-ის შენობის აღებას ცდილობდნენ.
მანამდე სამთავრობო ძალებმა განაცხადეს, რომ სტამბოლის და ანკარის თავზე გამოჩენილ ნებისმიერ საფრენ აპარატს გაანადგურებდნენ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში პარასკევს საღამოს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა. სამხედრო ამბოხის დროს 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.

Newstime