აღდგება თუ არა თურქეთში სიკვდილით დასჯა?!

190

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაძლოა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა აღდგეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს.

ვრცელდება ინფორმაცია გადატრიალების მცდელობის ხელმძღვანელების ვინაობაზე.

ერთ-ერთი გენერალი აკინ ოზთურქზეა. ის თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილი მეთაურია, რომელმაც სამხედრო სამსახური 2015 წლის აგვისტოში დატოვა, თუმცა, ამ დრომდე ქვეყნის უმაღლეს სამხედრო საბჭოს წევრობას აგრძელებდა. მეორე ადამიანი კი ლეიტენანტი მეტინ იიდილია.

თურქეთში, წუხელ ღამით, ამბოხებულ სამხედროებსა და ხელისუფლების მომხრეებს შორის დაპირისირებას 161 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 1440 ადამიანი.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, 2839  სამხედრო პირი დააპატიმრეს, მათ შორის მაღალი თანამდებობის სამხედრო პირები.

Newstime