ანსამბლი “ქართული გენი”-სასტუმროში არ ვართ. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. ქუჩაში ვართ სრულიად უპატრონოდ.

247

ანსამბლ „ქართული გენის“ წევრები თურქეთში არიან ჩარჩენილები და საქართველოში გამომგზავრებას ვერ ახერხებენ. ბავშვებს არ აქვთ საკმარისი საკვები და რამდენიმე თავს შეუძლოდ გრძნობს.

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხდებით, საელჩოს აქვს ანსამბლის წევრებთან კონტაქტი და ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ.

დაახლოებით 50-მდე ბავშვის მშობელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბა.

ანსამბლის ერთ-ერთი წევრის მშობლის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა.

ანსამბლ „ქართული გენის“ ხელმძღვანელის, გენო მურღულიას თქმით, ისინი გასტროლებიდან ბულგარეთიდან ახლახან ჩამოვიდნენ და ავტობუსში იმყოფებიან.

„სასტუმროში არ ვართ. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. ქუჩაში ვართ სრულიად უპატრონოდ. საკონსულოს მივმართეთ. მაგრამ მათგან პასუხი ვერ მივიღეთ ვერაფერზე. გვეუბნებიან დაგველოდეთო. ვიმყოფებით სტამბულიდან 70 კმ-ით დაშორებით,“ – განაცხადა მურღულია.

Newstime