წარმატებული ქართველი ახალგაზრდები

153

საინფორმაციო სააგენტო “newstime”  აგრძელებს წამრატებული ახალგაზრდების ძიებას, ჩვენი მიზანია ვიპოვოთ ისინი და მათი ისტორია გავაცნოთ ხალხს.

დღევანდელი რუბრიკა ეთმობა მეტად საინტერესო ადამიანთა ერთობლიობას, რომლებმაც უკვე დიდ წარმატებებს მიაღწიეს. შალვა მძინარიშვილი (სწავლობს კვების ტექნოლოგიებზე),  ნინო ნონიაშვილი (კვების ტექნოლოგიები),კესო აბრამიძე (კვების ტექნოლოგიები)  და თამარ შეითნიშვილი (ბიზნესის ადმინისტრირებაზე). როგორც ვიგებთ ისინი სკოლაში სწავლის პერიოდშიც გამოირჩეოდნენ სიბეჯითით და პასუხისმგებლობით, ამაზე მეტყველებს ნონას და თამარის ოქროს მედლები, მაგრამ არც სკოლის დამთავრების შემდეგ შეუწყვიტავთ შრომა, რაზეც მიგვანიშნებს  ანის და ნონას 100 % – იანი გრანტები. ხუთივე აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გახლავთ.

ამ ახალგაზრდებმა გუნდურად მიიღეს მონაწილეობა 2015 წელს ჩატარებულ პროექტში სახელად _ “smart-up georgia” ,

13735295_664567360368859_1723552110_n

ეს იყო ქართულ-ესტონური პროექტი, რომლის მიზანიც იყო ტრენინგ-პროგრამირების საშუალებით სტუდენტების მომზადება მცირე ბიზნესის განსავითარებლად. ისინი კი გახდნენ ამ პროექტის გამარჯვებულები (გავიდნენ პირველ ადგილზე) ჯილდოს სახით კი მიიღეს 5000 ლარი და გაემგზავრნენ ესტონეთში . მათი წარდგენილი იდეა კი  გულისხმობს ინფრაწითელი შრობის ტექნოლოგიის გამოყენებით ვაშლის ჩიფსების წარმოებას.

13706080_664567383702190_1655343257_n

 

ეს ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება აგრო და საკვების წარმოების ინდუსტრიაში (ძირითადად პროდუქტისთვის საბოლოო სასაქონლო სახის მისანიჭებლად).

როგორც ჩანს ისინი პროექტის დასრულების შემდეგაც არ მოდუნებულან, პირიქით უფრო და უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდათ. მონაწილეობა მიიღეს “თიეს ფონდში”,  სადაც მოიპოვეს პირველი ადგილი და მიიღეს 10 000 ლარი . ამ თანხით შეიძინეს საჭირო დანადგარები და საჭირო ინვენტარი. ისინი ახლა შეფუთვის დიზაინზე და პროდუქტის შტრიხ კოდის მიღებაზე მუშაობენ, რადგან გაიტანონ ბაზარზე.

წარმატებები  ამ შრომისმოყვარე ადამიანებს.

Newstime