ფიზიკური დაპირისპირება გრიგოლიას გადაცემის შემდეგ – კუპრავა vs ფაცაცია

44

ინგა გრიგოლიას დღის ამბების დასრულების შემდეგ, გადაცემის სტუმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დებატების დასრულების შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ზვიად კუპრავამ, მეორე სტუმარს “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო”-ს ლიდერს დავით ფაცაციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება სტუდიის გარეთ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

“tv პირველში” მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ფაცაციამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო”-ს ლიდერი სამართალდამცავებს ამ წუთებში მომხდარის შესახებ აწვდის ინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ ინგა გრიგოლიას დღის ამბების დასრულების შემდეგ, დავით ფაცაციას გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ზვიად კუპრავამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

Newstime