საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 6500 დოლარი ვალი აქვს

206

საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში, თემურ ბასილიას განცხადებით, ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობის გადაანგარიშებით, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალი 6500 დოლარს შეადგენს.

ამის შესახებ ბასილია სოციალური ქსელის მეშვეობით აცხადებს.

„6 500 დოლარი (!!!) … იცით რამდენი უნდა გადაიხადოს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალების დასაფარად? თავიდან მეც ვერ დავიჯერე და კიდევ ერთხელ გადავამოწმე, რაიმე შეცდომა ხომ არ დავუშვი …დიახ, 6 500 დოლარი (!!!) ძირითადად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აღებული ვალების დასაფარავად …

მე არ ვიცი სად დაიხარჯა ეს თანხები … იქნებ ვინმემ იცით და გვითხრათ“ – აცხადებს ბასილია.

Newstime