ოლანდის პირადი დალაქის ხელფასი თვეში 9 900 ევროა, ფრანგი მინისტრების კი 9 950

169

საფრანგეთის პრეზიდენტის პირადი დალაქის ყოველთვიური ხელფასი თითქმის 10 000 ევროა. “ოლანდის პირადი დალაქი ოლივიე ბი თვეში 9 895 ევროს იღებს, მაშინ როცა ფრანგი მინისტრების საშუალო ხელფასი 9 940, პრეზიდენტის კი – 14 999 ევროა.

“ხელფასის გარდა, სტილისტს ერიცხება სხვა დანამატებიც”, – წერს Le Point.

ოლივიეს სამუშაო დღე დილის საათებში იწყება და პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ყველა მივლინებაში დაჰყვება.

“პრეზიდენტის პირადი დალაქი მის განკარგულებაშია 24 საათის განმავლობაში. მას ვერავინ შეცვლის“, – აღნიშნავს ფრანგული გამოცემა Le Point.

Newstime