ნიცაში ტერაქტის დროს ასამდე ადამიანი ზღვაში გადახტა

301

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში ბასტილიის აღების დღესასწაულზე განხორციელებული ტერაქტის დროს, პანიკის გამო, სანაპიროზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი – დაახლოებით ასი ადამიანი ზღვაში გადახტა. ამის შესახებ Le Figaro იუწყება. გამოცემის ცნობით, მაშველებმა თითოეული მათგანის წყლიდან უვნებლად ამოყვანა შეძლეს.

საფრანგეთის შს მინისტრის ბერნარ კაზნერის განცხადებით, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 80 ადამიანი ემსხვერპლა, 18 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გახანგრძლივდება.

ნიცაში, სანაპიროზე დღესასწაულის აღსანიშნავად შეკრებილი მოსახლეობის მასაში სატვირთო ავტომობილი 60-70 კმ.სთ. სიჩქარით შეიჭრა. იყო სროლებიც. სატვირთოს სავარაუდოდ, წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის მამაკაცი მართავდა, რომლის ლიკვიდაციაც ადგილზე განხორციელდა.

 

Newstime