მსუქანი იქნები თუ გამხდარი? – ადამიანის ფიგურის ტიპის გამოცნობა დაბადების თარიღით არის შესაძლებელი

214

მსუქანი იქნები თუ გამხდარი? – ადამიანის ფიგურის ტიპის გამოცნობა დაბადების თარიღით არის შესაძლებელი – ნუმეროლოგიის მეცნიერებამ მომავლის საიდუმლოს გამოცნობა შეძლო.
ამისთვის მარტივი “ოპერაციაა” საჭირო – დაბადების თარიღში შემავალი ციფრები ერთმანეთს უნდა მივუმატოთ და ერთ რიცხვამდე დავიყვანოთ.
მაგალითად, თუ დაბადების თარიღია 12.05.1990 შედეგი ასეთი მეთოდით უნდა გამოვითვალოთ: 1 + 2 + 0 + 5 + 1 + 9 + 9 + 0 = 27 = 2 + 7 = 9.
Post Middle
ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანისთვის მისი ფიგურის ტიპის განმსაზღვრელი რიცხვი 9 იქნება
პასუხები
1 – ასეთი ადამიანები უფრო ხშირად,მოძრავ ცხოვრებას ეწევიან და შესაბამისად, იშვიათად ავადდებიან სიმსუქნით.
2 – ამ ტიპის ადამიანებს სიმსუქნისკენ მიდრეკილება აქვთ და ხშირად მიმართავენ დიეტებს. თუმცა ყველამ არ იცის, რომ მათთვის შიმშილი კატეგორიულად არის აკრძალული. საკვებზე უარის თქმით თავის ტანჯვის ნაცვლად მცენარეულ, ჯანმრთელ კვებაზე გადასვლა და მოძრაობაა რეკომენდირებული.
3 – ამ ტიპის ადამიანები ზედმეტად ემოციურები არიან. რაც უფრო დამძიმებულია სული, მით უფრო მძიმდება სხეულიც. შეეცადეთ, გათავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისგან და თქვენი ვიზუალი ბევრად უფრო შთამბეჭდავი გახდება დროთა განმავლობაში.
4 – ამ ტიპის ადამიანები საყვარელი საქმით უნდა დაკავდნენ. სამუშაო პროცესით გამოწვეულმა მორალური სიამოვნების ნაკლებობამ, შესაძლოა, შიმშილის გრძნობა გაამძაფროს. შედეგად ორგანიზმი ცხიმის დაგროვებას დაიწყებს.
5 – ასეთი ადამიანების ფიგურა პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ცხოვრებისეულ პოზიციასთან. ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს კარგი აღნაგობა აქვთ. იცხოვრეთ სავსე ცხოვრებით და თქვენი ორგანიზმს ზედმეტი წონა არასდროს შეაწუხებს.
6 – ამ ტიპის ადამიანებს პროპორციული ფიგურა აქვთ, იმისთვის, რომ ლამაზი ფორმები შეინარჩუნონ, საკმარისია რაციონალურად იკვებონ.
7 – ამ ტიპის ადამიანებისთვის მეორე ნახევართან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაა მნიშვნელოვანი. ხშირად მათ წონის პრობლემები გაუწონასწორებელი ურთიერთობებით გამოწვეული ემოციებისგან შეიძლება დაეწყოთ.
8- ასეთი ტიპის ადამიანებმა პატიება უნდა ისწავლონ, რადგან წყენამ, შესაძლოა, ორგანიზმს ჭარბწონიანობისკენ უბიძგოს.
9 – ამ ტიპის ადამიანებს სიმსუქნისკენ აქვთ მიდრეკილება, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება ძალიან უჭირთ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ორგანიზმს ცხიმის მოგროვების საშუალება არ მისცენ. აუცილებელია დაიცვან დიეტა, რომლის შემადგენლობაში ციტრუსები ან სხვა “მჟავე” ხილი იქნება.

Newstime