ლალი მოროშკინა: ხვალ რომ სიფათი გავუერთიანო ერთ- ორ ნაცს არ დამაკავებთ?

147

„თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის” წევრი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„პროკურატურას და შშს ვეკითხები, ხვალ რომ სიფათი გავუერთიანო ერთ-ორ ნაცს არ დამაკავებთ?

წინასწარ რომ ვიცი, ადამიანს მხედველობის პრობლემა აქვს და კონტაქტურ ლინზას ატარებს და თითი ვტაკო თვალში-თავზე ხელს გადამისვამთ?

ხოდა, ან დღესვე დააკავეთ ნაცების ზონდერი, ყოფილი პატრულის თანამშრომელი ზვიად კუპრავა, რომელმაც ფიზიკური ანგარიშსწორება და მუხანათური, ვერაგული ვენდეტა განახორციელა ჩვენს მეგობარ და თანაპარტიელ დავით ფაცსციაზე, ან ხვალ მე ჩავიდენ ანალოგიურ ქმედებას და აბა ხელი მოგიკიდიათ ჩემთვის!”- წერს მოროშკინა.

ინგა გრიგოლიას დღის ამბების დასრულების შემდეგ, გადაცემის სტუმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დებატების დასრულების შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ზვიად კუპრავამ, მეორე სტუმარს “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო”-ს ლიდერს დავით ფაცაციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაპირისპირება სტუდიის გარეთ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

Newstime