თინა ხიდაშელი: ერთი სული მაქვს როდის მოვაშორებ ამ საქაჯეთს შვილებს და ამერიკაში გავგზავნი

241

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ს პრეზიდენტის მიერ, ქართველი სამხედრო მოსამსახურის ვასილ ყულჯანაშვილის გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებასთან დაკავშირებით, გაზეთი ,,ასავალ-დასავალი“ მიმოხილვას აქვეყნებს.

ამერიკული ჯილდო, როგორც ცნობილია გარდაცვლილი სამხედროს ოჯახს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადასცა.

გამოცემა ციტირებს თინა ხიდაშელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატუსს, სადაც თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი „ამ საქაჯეთიდან“ შვილების გარიდებას ჩქარობს.

„თინა ხიდაშელმა ამის შესახებ კიდეც დაწერა სოციალურ ქსელში – ამ საქაჯეთს როდის მოვაშორებ ჩემს შვილებს და ამერიკაში როდის გავგზავნი ერთი სული მაქვსო“ – ციტირებს გამოცემა.

გაზეთი თავდაცვის მინისტრის მეუღლის, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის იმ განცხადებასაც იხსენებს, რომლის თანახმადაც, ის თავის შვილებს არ ეტყვის, რომ სამშობლოსთვის თავი გაწირონ.

,,დავით უსუფაშვილმა ერთ დღეს განგვიცხადა, – ჩვენ შვილებს არ ვეუბნებით, რომ დაიბადე იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად შეეწირო. მე შვილებს ვეუბნები, რომ დაიბადეთ იმისთვის, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი, რომ ყველა საკითხზე გააკეთოთ თავისუფალი არჩევანი და თუ თქვენი არჩევანი იქნება, გინდ სამშობლოს შეეწირებით, გინდ თქვენს პროფესიას და გინდა სხვა რამესო.

როგორც სჩანს ეს წუთისუფელი ისეა მოწყობილი, რომ თინა ხიდაშელისა და მისთანების უზრუნველი ცხოვრებისა და კეთილდღეობისთვის ავღანეთში აუცილებლად 21 წლის ვასილ ყულჯანაშვილი უნდა მოცელონ, ხოლო 23 წლის გიორგი ანწუხელიძე კბილებდაკრეჭილმა გადამთიელებმა აწამონ და ჩაკლან“ – ნათქვამია სტატიასი.

Newstime