თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, პოლიციისთვის ცნობილი იყო

137

თავდამსხმელი, რომელიც ნიცაში სატვირთო მანქანას მართავდა, პოლიციისთვის ცნობილი იყო, თუმცა არა სადაზვერვო სამსახურებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მანამდე ფრანგული მედია იტყობინებოდა, რომ თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. მან  სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ის პოლიციამ მოკლა.

გამოძიება ვარაუდობს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

თავდასხმა 14 ივლისის გვიან საღამოს, ქალაქ ნიცას ინგლისურ სანაპიროზე მოხდა, როდესაც ათობით ათასი ადამიანი ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ფოიერვერკს უყურებდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა და ორი კილომეტრი გაიარა. დაიღუპა 84 და დაშავდა ასზე მეტი ადამიანი. მოგვიანებით, პოლიციამ მანქანაში იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩინა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

Newstime