დავით ლორთქიფანიძე: – “26 მაისს სულიკო ასათიანი კვინტრაძესთან ერთად მოკლეს და მაღაზიის თავზე დააგდეს…”

142

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“წევრი პაატა ლეჟავა 2011 წლის 26 მაისს მოკლული სულიკო ასათიანის ოჯახს აშანტაჟებდა და ემუქრებოდა. დეპუტატის თქმით,მიუხედავად იმისა რომ სულიკო ასათიანის ოჯახმა ამის შესახებპროკურატურას მიმართა, დღემდე საქმე არ არის გამოძიებული დადეპუტატი პაატა ლეჟავა დაკითხვაზე არც კი დაუბარებიათ.

„2011 წლის 26 მაისს სულიკო ასათიანი კვინტრაძესთან ერთად მოკლეს და მაღაზიის თავზე დააგდეს. ვერ ვიტყვი, რომ გამოძიება თაროზეა შემოდებული, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე არ დაუკითხავთ ის ადამიანი, რომელიც დადიოდა სულიკოს ასათიანის ოჯახში, ემუქრებოდა სულიკო ასათიანის მეუღლესა და შვილს, აშინებდა და ეუბნებოდა, რომ სამართლიანობის ძებნისთვის თავი დაენებებინათ…

საუბარია პარლამენტის წევრზე, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე, პაატა ლეჟავაზე, რომელიც მაშინაც დეპუტატი იყო და დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის მოადგილეა. მასზე პროკურატურაში ჩვენება აქვს მიცემული სულიკო ასათიანის მეუღლეს. არ მესმის მთავარმა პროკურატურამ დღემდე რატომ არ დაკითხა ლეჟავა, მერე რა რომ პარლამენტის წევრია?” –განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ

2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის თავზე, სულიკო ასათიანისა და ნიკა კვინტრაძე გარდაცვლილი იპოვეს. ორივე მათგანი საპროტესო აქციის მონაწილე იყო. დღემდე გაურკვეველია, როგორ მოხვდა ორი ადამიანის ცხედარი სახურავზე.

Newstime